მილანის "ინტერის”კაპიტანი, ხავიერ ძანეტი დარწმუნებულია, რომ იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ინტრიგა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. 
გუშინ "მილანმა” "ნაპოლი” ანგარიშით 3-0 დაამარცხა და უახლოეს მდევარს – "ინტერს” 5 ქულით გაუსწრო. მიუხედავად ამისა, "ნერაძურის” ვეტერანს სჯერა, რომ "ინტერს” აქვს სკუდეტოს მოპოვების შანსი. "მიუხედავად, "მილანი”-”ნაპოლის” რეზულტატისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. ეს სეზონი არაჩვეულებრივი და თანაბარია. სამი გუნდია, რომლებიციც "სკუდეტოს” მოსაპოვებლად სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ”, – განაცხადა ძანეტიმ.
არგენტინელი ასევე დარწმუნებულია, რომ "ინტერს” შესწევს ძალა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის "ბაიერნის” ბარიერი გადალახოს, მიუხედავად იმისა, რომ "სან სიროზე” იტალიელები ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. "ჩვენს შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებულები ვართ. გერმანიაში წავალთ იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ადვილი, თუმცა ჩვენ შევეცდებით”, – აღნიშნა "ინტერის” კაპიტანმა.
|