La Gazzetta dello Sport–ის ჟურნალისტმა მოახლოებულ დერბს საინტერესო სტატია მიუძღვა, გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს ამ სტატიიდან 
"სან–სირო" უკვე ორი კვირაა კიდევ ერთ სპექტაკლს ელის. ასეთი დაძაბული ატმოსფერო დერბის წინ ბოლო წლებია მგონი არც ყოფილა. არსებობს გამოთქმა – ვინც გაიმარჯვებს დერბში, იგი მოიპოვებს ძალაუფლებას ქალაქ მილანზე. ეხლა სხვა შემთხვევაა – გამარჯვებული მთელი იტალიის ხელისუფალი გახდება.
ეს იქნება 207 – ე დერბი, თუ ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ დაპირისპირებაში მილანი ერთადერთი ქალაქია , რომლის ორივე წარმომადგენელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. 73 მატჩი "მილანის" სასარგებლოდ დასრულდა, 72–ჯერ "ინტერმა" იმარჯვა, 61 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. "როსონერიმ" 282 გოლი გაიტანა და 282 გოლია "ნერაძურის" ანგარიშზეც.
დერბის 112 წლიანი არსებობის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელი ანდრეი შევჩენკოს აქვს, მან ამ დაპირისპირებაში 14 გოლი გაიტანა. მას 1 გოლით ჩამორჩება ლეგენდარული ჯუზეპე მეაცა. ეხლა მოთამაშე ფეხბურთელებიდან 4–4 გოლი აქვთ გატანილი ინძაგსა და სტანკოვიჩს.
|