შაბათი, 21.06.2025, 05:18
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » მარტი » 12 » "ბაიერნზე" ფიქრში დაკარგული ქულები
12:29
"ბაიერნზე" ფიქრში დაკარგული ქულები

ზედიზედ მეექვსე საჩემპიონო ტიტულისთვის მებრძოლმა "ინტერმა", "ბრეშასთან" გასვლით შეხვედრაში დაუგეგმავი ქულები დაკარგა. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის "სან სიროზე" გამართული შეხვედრის მსგავსად, გუშინდელი დაპირისპირებაც ფრედ, 1:1 დასრულდა.


"მარიო რიგამონტიზე" სტუმრები მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. ვესლი სნეიდერის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, მაღალი ბურთისთვის ბრძოლა რანოკიამ მოიგო, რის შედეგადაც სამუელ ეტოომ მიმდინარე ჩემპიონატში თავის მე-19 გოლი გაიტანა. "ინტერის" ფეხბურთელები ამის შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებულები და ინერტულები გახდნენ. ლეონარდოს შეგირდებს აშკარად ეტყობოდათ, რომ თავში "ბაიერნთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირება უტრიალებდათ და სერია A-ს აუტსაიდერთან შეხვედრაში ძალების დაზოგვას ცდილობდნენ.
მეტოქის ჯეროვნად შეუფასებლობამ და ლეონარდოს შეცდომამ (მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა 2 მცველი შეცვალა, რაც ფეხბურთში საკმაოდ იშვიათად ხდება) "ინტერს" 2 ქულა დააკარგვინა. მატჩის ბოლო მონაკვეთის მთავარი მოქმედი პირები (და არა გმირები) კორდობა და კარაჩიოლო გახდნენ. 84-ე წუთზე, სტუმართა კართან მოწოდებული კუთხურისას, "ნერაძურის" კოლუმბიელმა მცველმა თავით უხეიროდ ითამაშა, შედეგად, ბურთი მეკარის მოედანში მდგომ კარაჩიოლოს მიუვიდა და "ბრეშას" საუკეთესო ბომბარდირმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
90-ე წუთზე, კარაჩიოლოს დუბლის შესრულების რეალური შანსი მიეცა. "ინტერის" მცველებს ედერის გარღვევა გამოეპარათ და კორდობამ ბრაზილიელი მეტოქე საჯარიმოში წააქცია. შეხვედრის არბიტრმა კოლუმბიელის უხეშობა ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და სტუმართა კარში დანიშნულ თერთმეტრიანთან ერთად, სამხრეთამერიკელი უკანახაზელი მოედნიდან გააძევა. "ბრეშას" გულშემატკივართათვის სამწუხაროდ, კარაჩიოლოს მიერ პენალტის ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ჟულიო სეზარმა მოიგერია და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა. აქვე დავამატებთ, რომ კომპენსირებულ დროში, კარაჩიოლომ თავი წითელი ბარათის მიღებითაც "გამოიჩინა".
აღსანიშნავია, რომ ეს "ბრეშასთვის" ზედიზედ მეოთხე ფრე იყო, თუმცა ამას გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე არანაირად არ უმოქმედია. "ინტერმა" კი ბოლო თვრამეტ საჩემპიონატო შეხვედრაში ფრედ პირველად ითამაშა და ტურის დასრულების შემდეგ, ლიდერ "მილანს" სავარაუდოდ 7 ქულით ჩამორჩება.






11 მარტი
ბრეშა, "მარიო რიგამონტი”, 24000
ბრეშა-ინტერი 1:1 (0:1)
ბრეშა:
არკარი, ბეგა, ძობოლი, ზებინა, ძამბელი (ედერი 61), ბერარდი (დაპრელა 25), ჰეტემაი, ვოში (ლანცაფამე 83), დიამანტი, კონე, კარაჩიოლო.
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი.
ინტერი: ჟულიო სეზარი, რანოკია, ლუსიო (კორდობა 65), ნაგატომო (მატერაცი 78), მაიკონი, ხავიერ ძანეტი, სტანკოვიჩი, სნეიდერი, პანდევი, ეტოო, პაცინი (ხარჯა 70).
მწვრთნელი: ლეონარდო.
გოლები: 0:1 ეტოო (18), 1:1 კარაჩიოლო (84).
90-ე წუთზე კარაჩიოლომ პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: დაპრელა (27), ზებინა (39), კარაჩიოლო (43), კონე (55), ჰეტემაი (88) - მაიკონი (52).
გაძევება: კარაჩიოლო (90+5) - კორდობა (89).
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
დარტყმა 18 (7)-16 (7); ჯარიმა 21-11; კუთხური 6-6; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 42%-58%; სეივი 6-6.
ნანახია: 560 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
:Q

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025