მილანის მარჯვენა მცველი აბატე ინტერთან შეხვედრის წინ საბრძოლველად არის განწყობილი.  "სანაკრებო თამაშების დროს ჩვენ კარგად უნდა დავისვენოთ. წინ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოგველის. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ამ თამაშმა სკუდეტოს მფლობელის ვინაობა გადაწყვიტოს.
თუ კი გავიმარჯვებთ ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები გავხდებით. ამიტომ ინტერისთვის აჯობებს გვიფრთხილდეს”-აცხადებს აბატე.
|