გთავაზობთ "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელისა და მასიმო მორატის გაკეთებულ კომენტარებს 'შალკესთან" მარცხის შემდეგ 
ხავიერ ძანეტი:
" სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და დავიბრუნოთ გამარჯვების რწმენა და სულისკვეთება. არ შეიძლება ამ ორი მარცხის გამო ხაზი გადაესვას ჩვენს მიღწევებს. ერთად ჩვენ დავაღწევთ თავს ამ რთული სიტუაციიდან."
ესტებან კამბიასო:
" ჩვენ წავაგეთ მატჩი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის... პირველი ტაიმის დასაწყისში ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და ორჯერ დავწინაურდით ანგარიშში. შემდეგ კი 10–15 წუთსი ორი გოლი მივიღეთ და თამაში კოშმარად იქცა. ეხლა კონცენტრაცია უნდა შევინაჩუნოთ და პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. უნდა მოვახერხოთ ყველაფრის გაანალიზება.
შანსი ჯერ კიდევ არსებობს. "შალკემ" შეძლო და 90 წუთში 5 გოლი გაგვიტანა და რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ ჩვენ იგივე? რათქმაუნდა ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
ლეონარდო:
" მძიმე კვირა იყო? არა. ეს იყო საშინელი კვირა ჩვენთვის. თამაში ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელად დაიწყო და მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში; "შალკემ" 7 დარტყმა განახორციელა და 5 გოლი გაიტანა
სამწუხარდ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ვერ შევხვდით სათანადო ფორმაში. სულ ახლახანს ჩვენ კმაყოფილი ვიყავით ჩვენი შედეგებით და ნაჩვენები თამაშით. ეხლა ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად და მორალურად უნდა გაძლიერდეს და სეზონი ღირსეულად უნდა დავასრულოთ.
მასიმო მორატი:
"თამაშის დასრულების შემდეგ მე ვესაუბრე ლეონარდოს და კმაყოფილი დავრჩი იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ამ მძიმე წუთებისა, იგი ნამდილ პროფესიონალიზმს იჩენს.
ვფიქრობ, რომ წაგების მთავარი მიზეზი დაღლილობა იყო, ბუნებრივია, რომ 2 დღე არ არის საკმარისი ძალების აღსადგენად. ამ ანგარიშით წაგებამ შოკში ჩამაგდო.
ლეონარდოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლია, ფეხბურთის სისასტიკე ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი. ეხლა მას სიმშვიდე სჭირდება, რათა ყველაფერი გაანალიზოს, წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები უნდა გამოვავლინოთ."
ავტორი: გიგა თედორაძე
|