Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერის” მთავარ მწვრთნელს, ლეონარდოს, ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო მარცხის შემდეგ, თანამდებობის დატოვება სურდა. 
როგორც იცით, ლიგის მოქმედი გამარჯვებული, 1/4-ფინალის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, "შალკესთან” 2:5 განადგურდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ლეონარდოს თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ იმავე Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტის თხოვნა "ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ არ დააკმაყოფილა.
|