დორტმუნდის "ბორუსია", ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მილანის "ინტერის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, რიკარდუ კუარეჟმას შეძენას ეცდება.
ამის შესახებ ცნობას გამოცემა A Bola ავრცელებს. 
26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, რომ მილანურ კლუბს მიმდინარე ზაფხულში აუცილებლად დატოვებს, რადგანაც ამ გუნდის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
"ინტერმა" კუარეჟმა 2008 წელს "პორტუდან" 18,6 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სერია A-ს 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ის ექვსი თვით ლონდონის "ჩელსიში" გაანათხოვრეს. გასულ სეზონში, მილანელთა რიგებში მან მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა. კუარეჟმას შეძენა, "ბორუსიას" გარდა, იტალიურ "ჯენოას", პორტუგალიურ "სპორტინგს", თურქულ "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშს" უნდა. აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას გამორიცხავს და ამბობს, რომ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს. თუ რა თანხას მოითხოვს "ინტერი" პორტუგალიელის სანაცვლოდ, ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: გიგა თედორაძე
|