"უდინეზეს" "ინტერისათვის" 2004 წლის შემდეგ არ მოუგია.
2004 წლის 15 თებერვალს "უდინეზემ" "ჯუზეპე მეაცაზე" 2–1 გაიმარჯვა.მას შემდეგ 15 ოფიციალურ მატჩში 6 ფრე და 9 "ნერაძურის" გამარჯვება დაფიქსირდა, საიდანაც ბოლო 5 მატჩი სულ "ინტერის" სასარგებლოდ დასრულდა. 
"უდინეზემ" ბოლო 9 საშინაო მატჩში მხოლოდ "კალიარისთან" დათმო ქულები, ეს შეხვედრა ფრედ 1–1 დასრულდა. ბოლოს შინ 2010 წლის 19 სექტემბერს წააგეს "იუვენტუსთან" 0–4.
ლეონარდო – გვიდოლინი: თითო გამარჯვება შინ
ლეონარდო და გვიდოლინი ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გასულ სეზონში, ერთი "მილანს" წვრთნიდა და მეორე "პარმას." ამ დაპირისპირებაში ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა იმარჯვეს.
გვიდოლინი "ინტერის" წინააღმდეგ: სრული უპირატესობა მილანელთა მხარესაა
გვიდოლინის გაწვრთნილი გუნდები "ინტერს" 26–ჯერ შეხვდნენ: 4ჯერ გამარჯვება "უდინეზეს" ამჟამინდელ მწვრთნელს დარჩა ( ბოლოს ეს 2002 წლის 10 თებერვალს მოხდა ბოლონია–ინტერი 2–1),დანარჩენ მატჩებში კი 6 ფრე და 16 "ინტერის" გამარჯვება დაფიქსირდა.
|