მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, სალი მუნტარის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი რამდენიმე დღეში ინგლისურ "სანდერლენდში” ჩაირიცხება, სადაც მისი თანამემამულეები, ჯონათან მენსა და ასამოა გიანი თამაშობენ. 
ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ 26 წლის ნახევარმცველი "ინტერს” დატოვებს, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. "პორტსმუტის” ყოფილმა ფეხბურთელმა იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გადაბარგდებოდა პრემიერ ლიგაში, ოღონდ რომელიმე ლონდონურ კლუბში.
მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდი” დედაქალაქური კლუბი არ არის, თანამემამულეებთან ერთად ერთ გუნდში თამაშის პერსპექტივა მუნტარისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა. "ინტერში” 12.7 მილიონ ევროდ გადასული მუნტარი ამ კვირაში არენდით "სანდერლენდში” ჩაირიცხება.
"თუ "სანდერლენდთან” ყველაფერს მოვაგვარებთ, მაშინ ის ინგლისში წავა. განელმა ფეხბურთელებმა – ჯონ მენსამ და ასამოა გიანმა მას
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
760
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
24.01.2011
|
|
"ინტერმა" ლეონარდოს ხელმძღვანელობით ჩატარებული, ზედიზედ 5 მატჩის მოგების შემდეგ, "უდინეზეს" სწრაფი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა. ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდმა, წინა ორ მატჩში მეტოქეებს 4-4 გოლი გაუტანა ("მილანთან" 4:4, "ჯენოასთან" 4:2). მართალია, უდინელებმა "ნერაძურისთან" იგივე ვეღარ გაიმეორეს, თუმცა, ოთხ გოლამდე არც ბევრი დააკლდათ. 
მასპინძლებმა შეხვედრის დაწყებისთანავე მწვავედ შეუტიეს მეტოქის კარს. თავიდანვე გეტყვით, რომ მათ შემტევი ტაქტიკა თამაშის ბოლომდე არ შეუცვლიათ. "ფრიულის" ბინადრები ვერც გაშვებულმა გოლმა გატეხა - საჯარიმოში მყოფმა სტანკოვიჩმა გადაცემა ტიაგო მოტასგან მიიღო და სერბს იმდენად ძლიერი დარტყმა გამოუვიდა, რომ ჰანდანოვიჩი არც კი განძრეულა - 0:1. აქედან ხუთ წუთში, სტატუს-კვო და მასთან ერთად სამართლიანობაც აღდგა - საპატამ დაახლოებით, 15 მეტრიდან კასტელაცის ახლო "ცხრიანში" გაუტანა. კიდევ 4
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
811
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
24.01.2011
|
| |