თუკი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ მილანის ინტერნაციონალეს ბრეშას 15 წლის ფეხბურთელის ლორენცო ტასის შეძენა სურს. 
გასულ ზაფხულს ვრცელდებოდა ხმები რომ ლორენცოთი მილანიც იყო დაინტერესებული. შავ-წითლები მზად იყვნენ ახალგაზრდა ტალანტში 5 მილიონი ევრო გადაეხადათ. ახლა კი ტასი ინტერი ყურადღების ქვეშაც მოექცა, თუმცა ნერაძური მხოლოდ 2 მილიონ ევროს იხდის.
ლორენცო ტასის იტალიაში ახალ რობერტო ბაჯოსაც უწოდებენ. მას შეუზლია ითამაშოს როგორც შემტევი ნახევარმცველის ასევე უკანდაწეული ფორვარდის პოზიციაზე.
ნანახია:
629
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
02.01.2011
|
|
ინტერის ყოფილმა და ახლა უკვე მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე არის თუ არა მსოფლიოში საუკეთესო კლუბი კატალონიური ბარსელონა. 
"არა, მსოფლიოსი საუკეთესო კლუბი ინტერია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კლუბებს შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
რაც შეეხება ჩემს ახალ გუნდსა დაფეხბურთელებს. დიახ, მე მომწონს იგუაინი და ბენზემა, მაგრამ ისეთი კლუბისთვის როგორიც რეალია ეს ცოტაა”-განაცხადა მოურინიომ.
ნანახია:
557
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
02.01.2011
|
|
მილანის ინტერნაციონალეს პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ იანვარში მისი გუნდი საკმაოდ გაძლიერდება. 
"მას შემდეგ რაც ჩვენ ბენიტესი გავანთავისუფლეთ, საშუალება მოგვეცა ხუთი ახალი ფეხბურთელი ვიყიდოთ. თუმცა, ისედაც გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები რომლებმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ასევე ლეონარდოს იმედიც მაქვს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი კარგად ერკვევა ფინანსებში. ჩვენთვის ეს აუცილებელია. მაქსიმალურად დავზოგოთ ფული და ვიყიდოთ კარგი ფეხბურთელები.
ნანახია:
580
|
დაამატა:
gigu7a
|
თარიღი:
02.01.2011
|
| |