მილანის "ინტერს” "ფიორენტინას” თავდამსხმელის, ადრიან მუტუს გადაბირება აქვს გადაწყვეტილი და სულ მალე "ვიოლას” რუმინელი ფორვარდის გაყიდვის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს, ამის შესახებ "ტუტო მერკატო ვები” იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ მუტუს ცხრათვიან დისკვალიფიკაციას იანვრის დასაწყისში გაუვიდა ვადა (აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო), თუმცა მას შემდეგ შრომითი ხელშეკრულების გარკვეული პუნქტები დაარღვია და ოფიციალურად იქნა მოკვეთილი გუნდის ვარჯიშებიდან.