მილანის "ინტერის” ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა მიიჩნევს, რომ ანდრეა რანოკია ერთადერთი ახალწვეული იქნება იანვრის სატრანსფერო პერიოდში. ეს შენაძენიც არგენტინელი მცველის, ვალტერ სამუელის ტრავმამ განაპირობა.

"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. ლონარდოს განკარგულებაში არიან სამუელ ეტო’ო, დიეგო მილიტო და გორან პანდევი. მათ ემატება ბრწყინვალე ნახევარდაცვა, რომელსაც ამ ფორვარდების ბურთით მომარაგება ავალია. იმედი მაქვს, იანვარში ტრანსფერებს აღარ განვახორციელებთ”, - ციტირებს ბრანკას Football Italia.