"მანჩესტერ იუნაიტედი” აგრძელებს გოლკიპერის ტრანსფერზე მუშაობას. მიზეზი მარტივია, კლუბის 39 წლის ვეტერანი კიპერი ედვინ ვან დერ სარი, მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას ასრულებს. 
"წითელი ეშმაკების” ინტერესთა სფეროში მოექცა, მილანის "ინტერის” ბრაზილიელი გოლკიპერი ჟულიო სეზარი. ბრაზილიელი სადღეისოდ ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს გადის. მიუხედავად ამისა, თავად სეზარიც აქტიურად მუშაობს "ნერაძურისთან” სასურველი კონტრაქტის გაფორმებაზე. Eurosport- ის ცნობით, ჟულიო სეზარს კონფლიქტი აქვს "ინტერის” მფლობელ მასიმო მორატისთან. ამ ყველაფერმა კი შეიძლება, სერ ალექსის გეგმის განხორციელებას შეუწყოს ხელი.
|