ინტერის გამოცდილმა ნახევარმცველმა, დეიან სტანკოვიჩმა, Sportski Zurnal-თან ინტერვიუში რაფა ბენიტესი მეტად აძაგა. 
მოგეხსენებათ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა სერბი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში არ ათამაშა. თანაც ეს იმის ფონზე, როცა სწორედ სტანკოვიჩის კარგი თამაშის წყალობით მოიგო ინტერმა ნახევარფინალი.
"ჯერ კიდევ ვერ მიპატიებია ბენიტესისთვის. ბრწყინვალედ ვითამაშე ნახევარ ფინალში, გავიტანე გოლი, მოვიგეთ მატჩი და მან ფინალში ძირითადიდან მომხსნა.”
"ასეთივე სიტუაცია იყო ჟოზე მოურინიოსთან, რომელმაც მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადში არ დამაყენა. თუმცა ამ ორი სიტუაციის შედარება სისულელეა. მადრიდამდე მე ტრავმა მივიღე და ფორმაში არ ვიყავი. აი აბუ დაბიში კი ნამდვილად შესანიშნავად ვირჯებოდი.”
"ბენიტესის საქციელმა საშინლად იმოქმედა არამარტო ჩემზე, არამედ მთლიანად გუნდზე… საბედნიეროდ ის მატჩი მოვიგეთ.”
საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ესპანელი სპეციალისტი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდში ყოფილი მილანელი ლეონარდო მოვიდა.
"გააგდეს თუ არა ბენიტესი ჩემ გამო? არ ვიცი,” – სიცილით განაცხადა ყოფილმა დედაქალაქელმა.
ავტორი: გიგა თედორაძე
|