გენუის "სამპდორიას” ბომბარდირის, ჯამპაოლო პაცინის მილანის "ინტერში” გადასვლა, უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 
Goal.com-ის მტკიცებით, კონტრაქტის გაფორმებამდე, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი, ხელს ოთხწლინახევრიან შეთანხმებას მოაწერს. "გენუიდან წასვლა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ "ინტერს” უარს ვერ ვეტყოდი” - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა. "სამპდორიამ” ფეხბურთელის სანაცვლოდ, 12 მილიონი ევრო და ჯონათან ბიაბიანი მიიღო. პაცინიმ მიმდინარე სეზონში, სერია A-ს 19 შეხვედრაში, 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ვერც ჯამპაოლი და ვერც ანტონიო კასანო მილანელთა რიგებში ევროთასების მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგანაც ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა უკვე მიღებული აქვთ.
|