მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, სალი მუნტარის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი რამდენიმე დღეში ინგლისურ "სანდერლენდში” ჩაირიცხება, სადაც მისი თანამემამულეები, ჯონათან მენსა და ასამოა გიანი თამაშობენ. 
ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ 26 წლის ნახევარმცველი "ინტერს” დატოვებს, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. "პორტსმუტის” ყოფილმა ფეხბურთელმა იანვრის დასაწყისში განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გადაბარგდებოდა პრემიერ ლიგაში, ოღონდ რომელიმე ლონდონურ კლუბში.
მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდი” დედაქალაქური კლუბი არ არის, თანამემამულეებთან ერთად ერთ გუნდში თამაშის პერსპექტივა მუნტარისათვის მიმზიდველი აღმოჩნდა. "ინტერში” 12.7 მილიონ ევროდ გადასული მუნტარი ამ კვირაში არენდით "სანდერლენდში” ჩაირიცხება.
"თუ "სანდერლენდთან” ყველაფერს მოვაგვარებთ, მაშინ ის ინგლისში წავა. განელმა ფეხბურთელებმა – ჯონ მენსამ და ასამოა გიანმა მას ამ კლუბზე ბევრი რამ უთხრეს, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა იქონია”, – განაცხადა მუნტარის აგენტმა ფაბიენ პივეტაუმ.
მიმდინარე სეზონში მუნტარი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა "ინტერის” ძირითად შემადგენლობაში. იანვრის შუა რიცხვებში მილანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუნტარიმ ტრანსფერზე დაყენება ითხოვა.
|