მილანის ინტერნაციონალეს პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ იანვარში მისი გუნდი საკმაოდ გაძლიერდება. 
"მას შემდეგ რაც ჩვენ ბენიტესი გავანთავისუფლეთ, საშუალება მოგვეცა ხუთი ახალი ფეხბურთელი ვიყიდოთ. თუმცა, ისედაც გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები რომლებმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
ასევე ლეონარდოს იმედიც მაქვს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი კარგად ერკვევა ფინანსებში. ჩვენთვის ეს აუცილებელია. მაქსიმალურად დავზოგოთ ფული და ვიყიდოთ კარგი ფეხბურთელები.
|