"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ პრესკონფერენცია გამართა
" ხვალ ჩვენ მოგვიწევს დავუპირისპირდეთ ძალიან კარგ შემსრულებლებს,რომლებიც ყოველთვის მზად არიან ნებისმიერ ფასად მიაღწიონ სასურველ შედეგს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. სანჩესი–დი ნატალეს წყვილი ძალიან ძლიერია და საკმაოდ რთულია მათ წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ ხვალ რთული მატჩი გველის,არა ყველაზე რთული,მაგრამ გამარჯვება ადვილი მისაღწევი არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და ვირწმუნოთ საკუთარი ძალების. მე მჯერა რომ ჩემი გუნდი ხვალ გაიმარჯვებს,ასეთ მატჩში დიდი მნიშვნელობა აქვს ტაქტიკურ მხარეს.
ლეონარდომ ღიმილით უაპასუხა კითხვას მაურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე გუნდში:
მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ.
მოტასა და მაიკონზე:
ტიაგო მოტა და მაიკონიც კარგ ფორმაში არიან.
– რას ფიქრობთ სერია ა–ში შექმნილ კონკურენციაზე?
წელს ლიგა მართლაც ძალიან დაძაბულია და დიდი კონკურენცია იგრძნობა,ბევრი გუნდი იბრძვის პირველობისათვის. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშებზე უნდა ვიფიქროთ და მარტსა და აპრილში სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტები უნდა ვიყოთ."