შაბათი, 21.06.2025, 01:22
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » იანვარი » 4 » ლეონარდო: "თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ"
01:11
ლეონარდო: "თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ"

ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ბრაზილიელი ლეონარდო "მილანს” ედგა სათავეში, 2010 წლის მიწურულს კი "როსონერის” ყოფილი მოთამაშე და დამრიგებელი "შავწითელთა” დაუძინებელი მტრის, "ინტერის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ფაქტი 2 მილანური გრანდის დაპირისპირებას ახალ ელფერს სძენს, ჩვენ კი "ნერაძურის” წინამძღოლის რანგში ლეონარდოს პირველ ინტერვიუს გთავაზობთ.


- რას ნიშნავს თქვენთვის ისეთი კლუბის მთავარმწვრთნელობა, როგორიც მილანის "ინტერია”?
- "ნერაძურის” სათავეში მოსვლა ჩემთვის მიმზიდველი და ამავდროულად, მოულოდნელი გამოცდაა. პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს იმ მომენტში გავწვრთნი, როდესაც მას თავისი ხანგრძლივი ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი უდგას. გასულ წელს ხომ "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო პირველობა, იტალიის ჩემპიონობა და თასი მოიგო.
- "ინტერისგან” თუ ელოდით ამგვარ წინადადებას?
- კონკრეტულად მილანური გრანდისგან არა, მაგრამ სერიოზულ კლუბში მუშაობაზე ვოცნებობდი და ეს ნატვრა ამიხდა.
- ბევრისთვის უცნაური გადაწყვეტილება მიიღეთ. თქვენ ხომ "ინტერელად” არასდროს ითვლებოდით...
- ყოველთვის ვაფასებდი თავისუფლებას და ამ მხრივ "ინტერში” შეზღუდვა არ მექნება. მართალია, "მილანთან” ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ "ინტერში” მოსვლით თავს დამნაშავედ ნამდვილად არ ვგრძნობ. მასიმო მორატის წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლო – საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობების გამოცდა მსურს.
- არ ღიზიანდებით, მოღალატეს რომ გიწოდებენ?
- ნებისმიერ თვალსაზრისს, თუნდაც, ჩემთვის მიუღებელს, პატივს ვცემ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თავს უხერხულად არ ვგრძნობ. თავისუფალი ადამიანი ვარ და არჩევანის თავისუფლებაც გამაჩნია.
- როგორ შეადარებთ "მილანსა” და "ინტერში” ჩატარებულ პირველ წვრთნას?
- ეს შედარება უადგილოდ მიმაჩნია. გუნდის ნებისმიერი ვარჯიში მეორეს არ ჰგავს.
- როგორ გგონიათ, "ინტერს” იტალიის ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი კვლავ აქვს?
- ამაში ეჭვიც არ მეპარება. მართალია, კონკურენტებს გვარიანად ჩამოვრჩით, თუმცა, სიტუაციას უიმედოს ვერ ვუწოდებდი.
- ამიერიდან, თქვენი უმთავრესი კონკურენტი "მილანია”. ამის გამო თავს უხერხულად არ იგრძნობთ?
- მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, როგორ დავეწიოთ "როსონერის”. "მილანი” სადღეისოდ ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტია, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო პირველობის მოგებამ ჩვენს გუნდს დამატებითი სტიმული მისცა. სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- "ინტერი” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას თუ გეგმავს?
- მასიმო მორატიმ დამიდასტურა 5 ფეხბურთელის ყიდვას რომ აპირებს.
- ამბობენ, რომ "ინტერში” კაკას გადაყვანას ფიქრობთ...

- რიკარდუს მშვენივრად ვიცნობ და შემიძლია დანამდვილებით მოგახსენოთ, რომ იგი "რეალს” არ დატოვებს, სანამ "სამეფო კლუბთან” ერთად მნიშვნელოვან წარმატებას არ მიაღწევს. რაც შეეხება სხვა ტრანსფერებს, ამ საკითხზე ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორი მუშაობს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. ამიტომაც "ნერაძურის” მომავალ ფეხბურთელთა გვარებს ვერ დაგიკონკრეტებთ.

ავტორი: გიგა თედორაძე

ნანახია: 643 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
:$ :$ :$ :$

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025