იტალიის ჩემპიონის, "ინტერის” განელი ნახევარმცველის, სალი მუნტარის მილანური მომავალი ეჭქვეშ დგას. იტალიური გამოცემების ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც კლუბში თავისი ყოფით არც აქამდე იყო კმაყოფილი, "ჯენოასთან” გამართულ სათასო მატჩში, შეცვლამ გაანაწყენა. 
გავრცელებული ინფორმაციით, გასახდელისკენ მიმავალ მუნტარის, ლეონარდოს ასისტენტთან, ბეპე ბარეზისთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც, იგი დღევანდელი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა.
ინციდენტის შემდეგ, ლეონარდო კი აცხადებს, რომ მუნტარი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიელი განელის წასვლას არ გამორიცხავს: "მუნტარისთან პრობლემა არ მაქვს. სალი ჩვენი გუნდისთვისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თანაგუნდელები მას პატივს სცემენ. მუნტარის გარკვევით ვუთხარი, რომ ეს იყო ტაქტიკური ცვლილება, ხოლო ემოციებისგან მოედანზე უნდა დაიხარჯოს და არა მის გარეთ. მუნტარის მოუწევს, რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და შემატყობინოს რა უნდა” – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football Italia.
|