ეტყობა, მილანში ფეხბურთელებზე გადამტერებული მძარცველი დაიარება და განსაკუთრებით, საათები მოსწონს. 
უსიამოვნო საშობაო სიურპრიზი დახვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ჯენოას” მცველს, კახა კალაძეს - საქართველოდან მილანში, საკუთარ სახლში ჩასულს, ბინა გაძარცვული დახვდა. იგივე შეემთხვათ "ინტერის” ვარსკვლავებს, ვესლი სნეიდერსა და სამუელ ეტოოს.
კალაძის სახლიდან წაღებულია 12 ძვირფასი საათი Philippe, Cartier და Rolex-ის კოლექციიდან, ასევე ორი კომპიუტერი. ეტოოს ბინა უფრო ადრე, 27 დეკემბერს გაქურდულა – სახლში დიასახლისი ყოფილა, თუმცა იგი ირწმუნება, რომ არაფერი გამიგონიაო. კამერუნელსაც სწორედ საათები ააცალეს.
აი, სნეიდერის ბინიდან კი, არა მარტო საათები, ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი გაუტანიათ.
ავტორი: გიგა თედორაძე
|