იტალიის ჩემპიონი მილანის "ინტერი”, მიუნხენის "ბაიერნის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, დიეგო არმანდო კონტენტოს შეძენითაა დაინტერესებული. 
Tuttomercatoweb-ის ცნობით, მილანელთა სპორტული დირექტორი, მარკო ბრანკო უკმაყოფილოა მარცხენა მცველების, კრისტიან კივუსა და დავიდ სანტონის თამაშით და მათ შემცვლელად სწორედ კონტენტოს მიიჩნევს.
20 წლის კონტენტო "ბაიერნის” სკოლის აღზრდილია. მიუნხენელთა პირველ გუნდში იგი 2010 წლიდან ასპარეზობს. რადგანაც, გერმანელი ფეხბურთელი ვან გაალმა დააწინაურა, სავარაუდოდ, ჰოლანდიელი მას იოლად არ შეელევა. ივარაუდება, რომ "ინტერს”, გერმანიის 20 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ გაუჭირდება.
|