მილანის "ინტერი”, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, "ბოლონიას” ურუგვაელი ნახევარმცველის, გასტონ რამირესის შეძენას აპირებს. Footballpress-ის ცნობით, "ნერაძურის” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მუშაობა 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე.
მიმდინარე სეზონში, რამირესმა სერია A-ში, 13 მატჩი ჩაატარა. "ბოლონიამდე”, ის სამშობლოში, "პენიაროლის” შემადგენლობაში თამაშობდა.

|