"ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა,ბრაზილიელმა სპეციალისტმა დაასახელა 20 ფეხბურთელი,რომლებიც იქნებიან განაცხადში "ჩეზენასთან” გასამართ მატჩში. 
მეკარეები: 12 ლუკა კასტელაცი, 21 პაოლო ორლანდონი, 92 ალბერტო გალინეტა;
მცველები: 2 ივან კორდობა, 4 ხავიერ ძანეტი, 6 ლუსიო, 13 მაიკონი, 15 ანდრეა რანოკია, 23 მარკო მატერაცი, 26 კრისტიან კივუ, 39 დავიდ სანტონი;
ნახევარმცველები: 5 დეიან სტანკოვიჩი, 11 სალი მუნტარი, 17 მაკდონალდ მარიგა, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი;
თავდამსხმელები: 9 სამუელ ეტოო, 22 დიეგო მილიტო, 27 გორან პანდევი, 88 ლუდოვიკ ბიაბიანი;
la Gazzetta dello Sport-ს ინფორმაციით, ოთხშაბათს "ინტერსა” და "ჩეზენას” შორის გასამართ შეხვედრაში ლეონარდო აირჩევს 4-3-3 სქემას და ა რა ბოლოდროინდელ მოდელს 4-3-1-2 -ს. ამის გარდა, სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდება კოლუმბიელი მცველი ივან კორდობა, რადგან მან მიიღო მიკრო ტრავმა "ბოლონიასთან” გამართულ მატჩში. მის მაგივრად პირველივე წუთიდან გამოვა იტალიელი ანდრეა რანოკია, რომელიც ითამაშებს დუეტში ლუსიოსთან ან მატერაცისთან ერთად. ლეონარდომ ასევე შეიძლება გაუფრთხილდეს ესტებან კამბიასოს და დეიან სტანკოვიჩს. რაც შეეხება თავდასხმას, შემტევი ტრიოს ეტოოსთან და მილიტოსთან ერთად შეადგენს გორან პანდევი.
|