მილანის "ინტერმა” უკვე დაამთავრა ზამთრის სატრანსფერო კამპანია და იწყებს მზადებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის. 
ზაფხულში ნერაძურის მთავარი მიზანი იქნება ახალი თავდამსხმელის ყიდვა.ამ მომენტისთვის მასიმო მორატის გუნდის მთავარი მიზანი არის ჩილელი ალექსის სანჩესი "უდინეზედან”.
მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნის გამო, "ინტერი” ასევე დაინტერესდა ”რომას” თავდამსხმელით მირკო ვუჩინიჩით. აღვნიშნავთ, რომ თვითონ ჩერნოგორიელი ითვლება "ინტერის” დიდ გულშემატკივარად და არა ერთხელ უნიშნებია, რომ სურს გამოსცადოს თავისი ძალები შავ-ლურჯთა გუნდში.
|