როგორც ესპანური პრესა იტყობინება მილანის ინტერნაციონალე პრიმერა დივიზიონს თავის ფორვარდს დავიდ სუაზოს სთავაზობს. 
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჰონდურასელ თავდამსხმელს იტალიაში თამაში აღარს სურს. ნერაძურის კი მასთან კონტრაქტი ამ წელს ეწურება. ასე რომ მილანელები სუაზოს ნაცვლად რაღაც თანხის მიღებას ცდილობენ.
ცნობილია, რომ ინტერმა სუაზო უკვე შესთავაზა ორ ესპანურ კლუბს ჰერკულესსა და მალიორკას. იტალიელები ფორვარდის ნაცვლად 2 მილიონ ევროს ითხოვენ.
|