სამპდორიას პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯანპაულო პაცინის წასვლა გარდაუვალი იყო. 
სამპროდიას ფანები გუნდიდან ჯერ კასანოსა და შემდეგ პაცინის გაშვების შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავენ და აქციებით იმუქრებიან. სწორედ ამიტომ კლუბის პრეზიდენტს რიკარგო გარონეს თავის დასაცავად განცხადების გაკეთება მოუწია.
"პაცინის დიდი ხანია წასვლა უნდოდა. იგი ფიქრობდა, რომ კარიერაში წინსვლისთვის სხვა კლუბში უნდა გადასულიყო.
ჩვენ არ გვინდოდა მისი თავიდან მოშორება. მინდა ვთქვა, რომ მისი გუნდში დატოვება ვერ შვძელით. ჯანპოულოს წასვლა გარდაუვალი იყო”-განაცხადა გარონემ.
|