იტალიური მილანის "ინტერის” კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ ფართო საზოგადუებას გაუმხილა თავისი სამომავლო გეგმები. კითხვაზე თუ სად დააასრულებს იგი საფეხბურთო კარიერას და რომელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება სურს მას, სწორედ ამ სტატიაში შეიტყობთ. 
"ჩემი უკანასკნელი საფეხბურთო სეზონი მინდა ესპანურ "მალიორკაში” გავატარო. ეს გუნდი ჩემთვის ყველაფერია,”მალიორკა” დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ ახლა”, – განაცხადა სამუელ ეტოომ იტალიური კლუბის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
"მალიორკა დამეხმარა იმაში,რომ მე ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი,ყველაფერი მომცა საფეხბურთო თვალსაზრისით და მინდა მადლიერების გამოსახატავად,სწორედ ამ გუნდის მაისურით გავიტანო ჩემი კარიერის უკანასკნელი გოლები”.
"რა იქნება მას შემდეგ როდესაც მე საფეხბურთო კარიერას დავასრულებ? ამ კითხვაზე შეიძლება პასუხი ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ გიპასუხებთ – მე აუცილებლად დავბრუნდები მილანში "ინტერის” მწვრთნელის რანგში” – აღნიშნა ეტოომ.
|