მილანის ინტერის კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ ლეონარდოსთან ერთად მის გუნდს შეუძლია სკუდეტოსათვის იბრძოლოს. 
ინტერვიუს დასაწყისში კი ეტოომ აღნიშნა, რომ მისი ბომბარდირული მიღწევები გუნდის წარმატებებთან შედარებით მეორეხარისხოვანია.
"ჩემს მიერ გატანილ უამრავ გოლზე გაცილებით მნიშვნელოვანი მთლიანი გუნდის წარმატებაა.
სკუდეტო? ვფიქრობ რომ შეუძლებელი არაფერია. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა დაგვჭირდება”-განაცხადა ფორვარდმა.
|