როგორც Corriere dello Sport იტყობინება მილანის ინტერის მცველი ნელსონ რივასი მალე დნეპრის ფეხბურთელი გახდება. 
თუკი გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ ეს ტრანსფერი 99%-ით უკვე შემდგარია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნისწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნელსონის შეძენა მეტალისტსაც სურდა.
შეგახსენებთ, რომ ინტერს 27 წლის კოლუმბიელ მცველში 7 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა, მასში გაცემულ ავანსებს რივასი ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ ამართლებს.
|