მილანის "ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ვესლი სნეიდერი უკმაყოფილო დარჩა მისი თანამემამულის, მარკ ვან ბომელის მიერ "მადონინას” მიწურულს ჩადენილი საქციელით. "ნერაძურის” შემტევის განცხადებით, "მილანის” ნახევარმცველმა მასთან ბრძოლა ბინძური ხერხით გადაწყვიტა. 
"შეხვედრის ბოლოს, როდესაც უკვე დამატებული დრო მიმდინარეობდა, ვან ბომელმა ჩემს წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვხატე ჩემი აზრი და ვუთხარი მას, რომ ეს იყო სრულიად გაუმართლებელი ჯარიმა და ბინძური თამაში. "მილანი” უკვე 3:0-ს იგებდა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ასეთი ქმედება არ მახასიათებს, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯისგან ყვითელი ბარათის ჩვენება უნდა მომეთხოვა” – ციტირებს სნეიდერის სიტყვებს De Teelgraaf-ი.
|