მადრიდის "რეალი" ფიქრობს ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის მიზანშეწონილობაზე. თურმე სამეფო კლუბის ახლანდელი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო 27 წლის ტიაგო მოტას ტალანტის თაყვანისმცემელი ყოფილა და თუ "რეალს” არაფერი გამოუვიდა ჯერარდის ან დე როსის ტრანსფერებთან დაკავშირებით აუცილებლად განიხილავენ მოტას კანდიდატურას. თავის მხრივ მილანური კლუბი ბრაზილიელ ნახევარმცველს 35 მილიონ ევროდ აფასებს. 
|