ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე ჟულიო სეზარი სასტარტო შემადგენლობას მსოფლიოს ჩემპიონატის პირველსავე მატჩში დაუბრუნდება. 
ბრაზილიელთა თავკაცის, კარლოს დუნგას განცხადებით, 15 ივნისს, ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრაში მისი გუნდის კარს სწორედ სეზარი დაიცავს. როგორც ცნობილია, სეზარმა მცირე ტრავმის გამო ბოლო ამხანაგური მატჩი გამოტოვა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ტანზანია 5:1 დაამარცხეს. ბოლო დღეებში, იტალიური "ინტერის” კიპერს სრულყოფილად არც კი უვარჯიშია, მხოლოდ ფიზიოთერაპიის კურსს იტარებდა.
|