როგორც "La Gazzetta dello Sport” იტყობინება, იმ შემთხვევაში თუ მასკერანო არ გადმოვიდა "ინტერში” დიდი შანსია მილანურმა კლუბმა ფილიპე მელო შეიძინოს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გაზეთები არგენტინის ნაკრების კაპიტანს უკვე ინტერისტად თვლიან, ეს შეიძლება ასე სულაც არ მოხდეს მერსესაიდული კლუბის მაღალი მოთხოვნების გამო.

რაფაელ ბენიტესის განცხადებით , მას გამოცდილი ჩამშლელი ნახევარმცველი ჭირდება კლუბში. ხოლო მელო ტურინის "იუვენტუსს” ,იტალიური გაზეთების ცნობით, ტრანსფერზე ყავს დაყენებული.
შეგახსენებთ, რომ მელოს მარკო ბრანკა ადრეც დაუკავშირდა, თუმცა ტურინული კლუბის მიერ შეთავაზებულმა 25 მილიონმა ევრომ გადაწონა მაშინ "ინტერის" წინადადება.
თავად 26 წლის მელო ეხლა სამხრეთ აფრიკაში ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატზე.
|