ორივე ფეხბურთელის აგენტი, ფერნანდო იდალგო შეხვდა "ინტერის" ტექნიკურ დირექტორს მარკო ბრანკას და არგენტინელების მომავალზე ელაპარაკა. შემდეგ კი პრესას გააცნო მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია. მისი განცხადებით, მილიტოს ხელფასს საკმარისად მოუმატებენ და იგი დარჩება მილანურ კლუბში კიდე დიდი ხნით, ხოლო ბურდისოს ბედი ისევ გაურკვეველია,რადგან "რომას" სურვილის მიუხედავად გამოსიყიდოს არგენტინელი მცველი, მილანური კლუბი მას ძვირად აფასებს და ეს შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 
|