მილანური კლუბის თავდამსხმელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს "ინტერთან” 2014 წლამდე, რომლის მიხედვითაც მას 5 მილიონი ევრო ექნება წელიწადში. დიეგო მილიტოს აგენტის განცხადებით, მოლაპარაკებები დადებითი შედეგით დასრულდა და როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ ასევე ფეხბურთელმა გაითვალისწინეს ერთმანეთის ინტერესები. 
|