როგორც "SportItalia” იტყობინება, "ინტერის” ახალ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტეს თურმე ძალიან მოსწონს ბრაზილიის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელის,ელანო ბლუმერომის თამაში. მან უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო მსოფლიო ჩემპიონატზე და მილანური კლუბი მას უკვე აკვირდება. ამავე გამომცემლობის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველის ფასი 5 მილიონ ევრომდეა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მისმა ფასმა მსოფლიო ჩემპიონატის მერე მოიმატოს. ასევე საყურადღებოა ფეხბურთელის ახლანდელი ხელფასი, რომელიც 4,2 მილიონს შეადგენს "გალათასარაიში". 
|