მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც მილანის ინტერი ლიდერობს. რეიტინგში სულ 400 კლუბია მოხვედრილი და ბოლო ერთი წლის მანძილზე მათ მიერ ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული (2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 30 მარტამდე). 
ტოპ ოცეულს ქვემოთ გაეცნობით, იქამდე კი ქართული კლუბების რეიტინგს შემოგთავაზებთ. ეროვნული ჩემპიონატიდან ამ სიაში სულ 4 გუნდია მოხვედრილი:
119. თბილისის დინამო (108. 5 ქულა, პოზიცია წინა თვეში – 122)
192. ზესტაფონი (88 ქულა, პოზიცია წინა თვეში – 215)
355. ვიტ ჯორჯია (63 ქულა, პოზიცია წინა თვეში – 349)
366. რუსთავის ოლიმპი (62 ქულა, პოზიცია წინა თვეში – 358).
როგორც ხედავთ, თებერვლის რეიტინგთან შედარებით რეიტინგი თბილისის დინამომ და ზესტაფონმა გაუმჯობესეს, ხოლო ვიტ-ჯორჯიამ და ოლიმპიმ შესაბამისად, 6 და 8 საფეხურით დათმეს პოზიციები.
რეიტინგის ტოპ ოცეული ასე გამოიყურება:
1. (1.) ინტერი იტალია 292,0 2. (2.) ბარსელონა ესპანეთი 290,0 3. (3.) მადრიდის რეალი ესპანეთი 264,0 4. (9.) პორტო პორტუგალია 245,0 5. (5.) ინტერნასიონალი ბრაზილია 238,0 6. (6.) მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისი 237,0 7. (4.) ბაიერნი გერმანია 236,0 8. (11.) ზენიტი რუსეთი 230,0 9. (7.) ესტუდიანტესი არგენტინა 227,0 10. (14.) ვილიარეალი ესპანეთი 224,0 11. (8.) ლივერპული ინგლისი 222,0 12. (22.) მანჩესტერ სიტი ინგლისი 218,0 13. (10.) ჩელსი ინგლისი 211,0 14. (12.) პსჟ საფრანგეთი 210,0 15. (13.) აიაქსი ჰოლანდია 202,5 16. (18.) კიევის დინამო უკრაინა 201,0 17. (15.) კრუზეირო ბრაზილია 196,0 18. (25.) შახტარი უკრაინია 195,0 19. (35) პსვ ჰოლანდა 195,0 20. (39.) ლიბერტადი პარაგვაი 192,0 21. (30.) ბაიერი გერმანია 190,0
ფრჩხილებში მოცემულია გუნდის პოზიცია წინა თვის რეიტინგში
|