ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმის შემდეგ, "კალიარის" მეკარე ფედერიკო მარკეტი იტალიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდა, იგი თავის და ბუფონის შედარებას ახდენს  "მე ჯიჯისგან აბსოლუტურად განვსხვავდები. ის ჩემზე გაცილებით სწრაფია და რეაქციაც უკეთესი აქვს. სამაგიეროდ მე ძლიერი ვარ ფიზიკურად. დარწმუნებული ვარ გამბედაობა და თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა დამეხმარება წარმატების მიღწევაში. გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ და ამიტომ მშვიდად ვარ."
კომენტარი კვირას ზელანდიასთან გასამართ შეხვედრაზეც გააკეთა:
"მინდა დავტკბე ახალ ზელანდიასთან თამაშით. მშვიდად ვარ და მზად ვარ დავეხმარო ჩემი ქვეყნის ნაკრებს. ახალი ზელაანდიის ნაკრები ძლიერია ფიზიკური მომზადების კუთხით. ასევე კარგად თამაშობენ "მეორე სართულზე".
|