შაბათი, 21.06.2025, 01:45
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » მარჩელო ლიპი: “მსოფლიო დონის არც ერთი ფეხბურთელი, განაცხადს მიღმა არ დამიტოვებია”
12:55
მარჩელო ლიპი: “მსოფლიო დონის არც ერთი ფეხბურთელი, განაცხადს მიღმა არ დამიტოვებია”

იტალიის ნაკრები, ნებისმიერ მუნდიალზე გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. შესაძლოა, "სკუადრა აძურას” ფავორიტად ბევრი არ მიიჩნევს, მაგრამ სკეპტიკოსები იმასაც აღიარებენ, მარჩელო ლიპის გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება და აპენინელებს საფეხბურთო სამყაროს გაკვირვება ამჯერადაც ხელეწიფებათო. თავად იტალიელთა ნაკრების დამრიგებელმა, პრეტორიის მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ნაკრები ავარჯიშა, საღამოს კი, ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია ჩაატარა.


- სამხრეთ აფრიკას მსოფლიოს ჩემპიონის რანგით ესტუმრეთ, "სკუადრა აძურა”, ტრადიციულად, მაღალი კლასის გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ თქვენს გუნდს, მომავალი მუნდიალის ფავორიტად, მაინც ცოტა ვინმე თუ მიიჩნევს. რატომ?
- ვერ ვიხსენებ მსოფლიოს ვერცერთ ჩემპიონატს, რომლის დაწყებამდეც, იტალიას პლანეტის საუკეთესო ნაკრების ტიტულის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამიტომაც, სულაც არ მიკვირს, წელსაც ასე რომაა. ქაღალდზე ესპანეთი და ბრაზილია განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურებიან, მაგრამ მუნდიალის დონის ტურნირებში საბოლოოდ გამარჯვებული, ყოველთვის საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები ვერ ხდება. კითხვის დასმისას სიტყვა "გამოცდილი” იხმარეთ, რაც თავისთავად ასაკოვან ფეხბურთელებს გულისხმობს. ხშირად ამბობენ, იტალიას "გადაბერებული” შემადგენლობა ჰყავსო, მაგრამ გადახედეთ სტატისტიკას და დარწმუნდებით, რომ "სკუადრა აძურა”, ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გუნდი რომ არაა. იმასაც მსაყვედურობენ, სამხრეთ აფრიკაში გერმანიის მუნდიალის ტრიუმფატორების დიდი ნაწილი რომ არ ვიახლე. არც ესაა გასაკვირი – დამისახელეთ მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც მომდევნო სამუნდიალო განაცხადში ოცდასამივე ჩემპიონი შეიყვანა. შესაძლოა, "სკუადრა აძურას” მოთამაშეები ახალგაზრდები არ არიან, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუნდიალის მატჩების მსვლელობისას, ისინი ასპარეზობისთვის განკუთვნილი მთელი დროის განმავლობაში, სრული დატვირთვით თამაშს ვერ შეძლებენ.
- "სკუადრა აძურას” თქვენს მიერ დასახელებული სამუნდიალე განაცხადის გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებმა, საფეხბურთო ექსპერტებმა, გულშემატკივრებმა და პოლიტიკოსებმა უკმაყოფილება ღიად გამოხატეს სიაში ანტონიო კასანოს, მარიო ბალოტელის, ფაბრიციო მიკოლის და ფრანჩესკო ტოტის არშეყვანის გამო. რა პასუხს გასცემდით ამ ადამიანებს?
- ყველაზე საინტერესო, იცით რაა? მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტის წინ, უამრავი ადამიანი "ექსპერტი” რომ ხდება, დასრულდება მუნდიალი და მათ, ფეხბურთისადმი ინტერესი უნელდებათ. ამასთან, ჩვენი კრიტიკა ჟურნალისტებსაც არ ავიწყდებათ, მაგრამ თუკი, მუნდიალზე კარგად გამოვედით, დითირამბებს გვიმღერიან და ურცხვად აცხადებენ, ვიცოდით, "სკუადრა აძურა” წარმატებას რომ მიაღწევდაო. მოდით, გულახდილად ვთქვათ, მსოფლიო დონის არც ერთი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა არ დამიტოვებია.
- წელს, განსაკუთრებული მუნდიალი იმ ასპექტითაც გველის, ნაკრებებს ბევრი ვარსკვლავი და წამყვანი მოთამაშე რომ დააკლდება. ამ მხრივ, "სკუადრა აძურაში” რა მდგომარეობაა?
- მაურო კამორანეზიმ მუხლის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა. უფრო სერიოზულადაა ანდრეა პირლოს საქმე. მას ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ პარაგვაისთან სასტარტო მატჩს, გამოტოვებს. სავარაუდოდ, მას ახალ ზელანდიასთანაც არ ვათამაშებ, აი, 24 ივნისს, სლოვაკეთთან ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი, ანდრეა აუცილებლად ჩაატარებს. როგორც ხედავთ, ტრავმიანობის მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს.
- პირველი მატჩის სასტარტო შემადგენლობა, უკვე განსაზღვრული გაქვთ?
- საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მივიღებ, ამიტომაც, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ.
- როგორი განწყობით ხვდებით მომავალ მუნდიალს?

- სადღეისოდ, საბრძოლველად უფრო დამუხტული ვარ, ვიდრე 4 წლის წინ გახლდით. ტაქტიკასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგეებს სიურპრიზი მოვუმზადე, ოღონდ ერთია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ტესტ-მატჩებში ამ იდეების სათანადო აპრობაცია ვერ მოვასწარი. იქნებ, ასეც ჯობდეს - მეტოქეებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა სიურპრიზს ვუმზადებთ.

ავტორი: გიგა თედორაძე

ნანახია: 752 | დაამატა: gigu7a | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
:( %) :( %) :( %)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Sandro Galli pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2025