მარჩელო ლიპიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იტალიის მატჩზე და აღნიშნა,რომ მისი გუნდი აბსოლიტურად მზადაა პარაგვაისთან სათამაშოდ და გასამარჯვებლად.მან ასევე გააკეთა კომენტარი ფაბიო კაპელოს შესახებაც და თქვა,რომ იგი გამარჯვებულია და ამ მსოფლიოზე საკმაოდ დიდი შანსი აქვს. 
მარჩელო ლიპი,რომელიც 62 წლის გახლავთ და გეგმავს,რომ პირველი მწვრთნელი გახდეს ისტორიაში,ვინც მსოფლიო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო (პირველად 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად) აცხადებს :
"ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ კაპელო იტალიელია.იგი უბრალოდ გამარჯვებულია და აქვს ამის პრეტენზიაც რომ იყოს.ფაბიო ყოველთვის ძლიერ გუნდს აშენებს და სწორედ ესაა მისი წარმატების რეცეპტიც." "ყველა ფიქრობს,რომ ფავორიტი ესპანეთი და ბრაზილიაა რასაც არ ვეთანხმები."
"ჩემი აზრით,არგენტინა,ინგლისი,საფრანგეთი,ჰოლანდია,იტალია ყველა ეს გუნდი ფავორიტია.ამათგან თითოეულს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდეს."
"რაც შეეხება ჩემ გუნდს,მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების მომზადებითა და შემართებით.ყველა ფაქტობრივად მზადაა,ადრეა (პირლოს) გარდა.თუმცა იგი ენთუზიაზმითაა აღსავსე და ცდილობს მალე ჩადგეს ფორმაში."
იტალიელმა მწვრთნელმა თავის მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ მისი შესაძლო დანიშვნა მოსკოვის სპარტაკის ან გაერთიანებული ემირატების მწვრთნელად უბრალო ჭორებია.
"აქ არა ჩემ საკლუბო კარიერაზე არამედ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ სასაუბროდ.თუმცა გეტყვით,რომ არცერთი მათგანი არ დამკავშირებია."
"ყველაზე კარგი რაც ვისწავლე ისაა,რომ არ აქვს მნიშვნელობა,რამდენ გუნდს მოუგებ ჯგუფურ ეტაპზე,მთავარია ვინ უფრო შორს წავა.ჩემი აზრით,კი გუნდი ტურნირის ზრდასთან ერთად უნდა იზრდებოდეს.ასე რომ იტალიას დიდი შანსი აქვს გამარჯვების." ავტორი: გიგა თედორაძე
|