"მანჩესტერ იუნაიტედი" მართალია არაოფიციალურად, მაგრამ კულუარული ხმების მიხედვით, საკმაოდ სერიოზულად, მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველით, უესლი სნეიდერით დაინტერესდა და მზად არის მასში 24 მლნ ევრო გადაიხადოს, ამის შესახებ footballpress იტყობინება. 
სნეიდერისთვის გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო იყო და "ნერაძურის" მიერ შესრულებულ ისტორიულ ჰეთ–თრიკში მან გადამწყვეტი როლიც ითამაშა. რაც შეეხება "იუნაიტედს", სერ ალექს ფერგიუსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერებისგან თავს შეიკავებდა, მაგრამ არც ის დაუმალავს, რომ თუ შედარებით დაბალ ფასად რომელიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის შანსი მიეცემოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა. ვნახოთ, როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო სიახლეებს უნდა ველოდოთ.
წყარო fanebi.com
|