ინტერის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის დუგლას მაიკონის აგენტი,ანტონიო კალიენდო,აცხადებს,რომ ერთადერთი რაც დარჩა თავისი კლიენტის მადრიდში გადაბარგებამდე ორ გუნდს შორის თანხაზე შეთანხმებაა.
ბრაზილიელის გადაბირებით ძალიანაა დაინტერესებული ჟოზე მოურინიო.იგი საკმაოდ კარგად იყენებდა მარჯვენა მცველს ინტერშიც და სავარაუდოა,რომ მაიკონის დახმარება "სამეფო კლუბშიც” უნდა დასჭირდეს.
აქამდე ამ ორმა კლუბმა ფასზე ვერ მიაღწია შეთანხმებას.რეალი მზადაა მხოლოდ 25 მილიონის გაღებისთვის,არადა ინტერის ფასი 10 მილიონით მეტია შეთავაზებაზე.
დუგლასის წარმომადგენელი ამჟამად მილანშია,თუმცა არ გამორიცხავს ესპანეთის დედაქალაქში გადაფრენას მოლაპარაკებებისთვის.
"ერთადერთი რაც ტრანსფერამდე დარჩა, ეს ფლორენტინო პერესისა და მასიმო მორატის შეთანხმებაა,” – განაცხადა კალიენდომ AS-თან ინტერვიუში.
ავტორი: გიგა თედორაძე
|