მილანის "ინტერის” მცველი ლუსიო წინასამატჩო კომენტარს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "შალკესთან” დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა პირველივე წუთებიდან შემტევი ფეხბურთის თამაშია.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდეს შორის "შალკეს” გამარჯვებით, 5:2 დასრულდა:
"ჩვენ აუცილებლად უნდა გავიტანოთ გოლები პირველი მატჩის ანგარიშის საპასუხოდ. ვფიქრობ მთავარი ის კი არ არის, 4 ბურთის სხვაობით დავამთავროთ ეს შეხვედრა, არამედ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი, პრესტიჟის ქულები მოვიპოვოთ.
"ინტერი” პირველივე წუთებიდან შეუტევს და ვეცდებით გოლი არ გავუშვათ საკუთარ კარში. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ შედეგს მივიღებთ რაც ყველას ასე ძალიან გვსურს”.
|