იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი აცხადებს,რომ მექსიკის ნაკრებთან ამხანაგური თამაში,რომელიც ხვალ შედგება,მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. 
დღევანდელ ვარჯიშზე მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სამი თავდამსხმელით იაკინტა–დი ნატალე–ჯილარდინოთი, ითამაშა და სავარაუდოდ მათ ერთად ვიხილავთ ხვალ მოედანზე. "მექსიკასთან თამაში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების გადამწყვეტი და დასკვნითი ეტაპი იქნება.ჩვენ ვცდით იმ ტაქტიკით თამაშს რომელსაც ბოლო დღეებია ვიყენებდით."
|