მილანელთათვის შეხვედრა არცისე იოლი გამოდგა და "ვირების” გატეხვა მხოლოდ მეორე ტაიმის შუაწელში მოახერხეს.
როგორც მსგავსი ტიპის მატჩებში ხდება ხოლმე, როცა გუნდს თამაში არ მისდის, გოლები თავდამსხმელების მაგივრად მცველებს, ან ნახევარმცველებს გააქვთ, ასე იყო ამჯერადაც, "ნერაძური” ესტებან კამბიასომ დააწინაურა, შეხვედრას კი საბოლოო წერტილი მაიკონმა დაუსვა.