როგორც "The Sun” იტყობინება "ინტერი” აპირებს "მანჩესტერ სიტის” შესთავაზოს 35 მილიონი ევრო კარლოს ტევესის სანაცვლოდ. მილანური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კარგად იცის არგენტინელი ფეხბურთელის შესაძლებლობები და მის გადმობირებას ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის ცდუნებით აპირებს, სადაც ვერ მოახერხა "სიტიმ” გასვლა. შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა წინა წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში 35 თამაში ჩაატარა და 23 გოლის გატანა მოახერხა. 
|