ჩვენ აქ ფეხბურთს ვუყურებთ და განვიცდით, მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი კი თურმე კარიერას იკეთებს. ბრაზილიის განაპირა მცველი დუგლას მაიკონი შესაძლოა 48 საათის განმავლობაში სულ სხვა გუნდში აღმოჩნდეს - იტყობინება იტალიური La Gazzetta dello Sport. 28 წლის "ინტერის” მოთამაშის ყიდვა ძალიან სურს მადრიდის "რეალს”. სურს, კი არა, გუნდები უკვე თითქმის შეუთანხმდნენ ერთმანეთს. თავიდან მილანური კლუბი 35 მილიონ ევროს ითხოვდა, მადრიდული კი 25 მილიონს იძლეოდა. "ინტერის” მფლობელმა მასიმო მორატიმ თამასა 30 მილიონამდე დასწია, "რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კი 28-მდე ასწია. როგორც ჩანს, ეს საინტერესო ვაჭრობა მაიკონს მალე ესპანეთში გადაიყვანს და ევროპული გაზეთების პირველ გვერდებზე გამოიყვანს.

|