"ინტერმა" ყურადღება ჰოლანდიის ნაკრებისა და "ჰამბურგის" ნახევარმცველ ელერო ელიოზე შეაჩერა  ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით ელიოსთან ერთად მილანური კლუბი ესპანური "ვალენსიას" ნახევარმცველის დავიდ სილვას ყიდვასაც გეგმავს. ჰამბურგის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ნაცვლად "ინტერი" 16 მილიონის გადახდას აპირებს.ამჟამად იგი ნაკრბთან ერთად იმყოფება სამხრეთ აფრიკაში. შესაძლოა, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კამერუნთან იგი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. იგი ცხრა წლის ასაკში ჩაირიცხა "დენ ჰააგში", ხოლო 2004 წელს დებიუტი ჰქონდა ქვეყნის ჩემპიონატში. შემდეგ "ტვენტეში გადაინაცვლა,საიდანაც "ჰამბურგში" გადავიდა.
|