"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "შალლკესთან" მარცხის გამო, მისი დამოკიდებულება გუნდის ამჟამინდელ მწვრთნელ ლეოარდოს მიმართ არ შეცვლილა. თუმცა მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ბრაზილიელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს და მთავარ პრეტენდენტად "ბარსელონას" თავკაცი პეპე გვარდიოლა სახელდება. 
გვარდიოლასთან თანამშრომლობით "ნერაძური" ჯოზე მაურინიოს წასვლისასაც იყო დაინტერესებული და ეხლა ისევ დაუბრუნდა ამ თემას. თავად გვარდიოლამ წინა კვირაში ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ეპოქა "კამპ ნოუზე" დასასრულს უახლოვდება და მისი ეს კომენტარი რათქმაუნდა არც იტალიაში დარჩენიათ შეუმჩნეველი. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი გუნდის პრეზიდენტი სავარაუდოდ უკვე შეხვდა გვარდიოლას იტალიაში. პეპე ბრეშიაში იმყოებოდა მეგობრებთან და შემდეგ მილანსაც სტუმრობდა, სავარაუდოდ ზემოთ აღნიშნული საკითხის განსახილველად.
მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2012 წელს იწურება, მაგრამ თუკი მის კომენტარს დავეყრდნობით ის მანამდე დატოვებს გუნდს.
|